Memorypedia:წესები და პირობები

Memorypedia გვერდიდან

მემორიპედია არის ხსოვნის ენციკლოპედია, რომელიც სამუდამოდ შეინახავს და ყველასთვის საჯაროს გახდის თქვენთვის საყვარელ იმ ადამიანთა ბიოგრაფიებს, მოგონებებსა და ფოტოებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. ენციკლოპედიაში შეტანილი ბიოგრაფიები ხელმისაწვდომია საძიებო ძრავებისთვის, მარტივად რომ ვთქვათ, განთავსებული პირის გვარის და სახელის დაგუგვლის შემთხვევაში, ამოვარდება მემორიპედიის სტატია მის შესახებ. ასე გაგრძელდება სამუდამოდ; შესაბამისად, მომავალი თაობები ძალიან მარტივად, გუგლში ჩაწერით მოიძიებენ მათი წინაპრების ბიოგრაფიულ დეტალებს, დაკრძალვის ადგილის ზუსტ კოორდინატებს და ა. შ.

მემორიპედიას არ აქვს პრეტენზია, რომ მასში მოცემული ინფორმაცია ზუსტია. ბიოგრაფიულ სტატიებზე მთლიანად პასუხისმგებელია მომწოდებელი.

როგორ განვათავსოთ სტატია მემორიპედიაში

თქვენ წერთ იმ ადამიანის ბიოგრაფიას, რომლის განთავსებაც გსურთ მემორიპედიაში და გვაწვდით ფეისბუქის გვერდზე ან ელფოსტაზე memorypedia.ge@gmail.com, ტექსტთან ერთად, ცალკე ფაილების სახით გვიგზავნით ფოტოებსაც. თუ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ ბიოგრაფიული ტექსტის დაწერას, შეგიძლიათ შეავსოთ ეს დეტალური ფორმა და შემდეგ, თქვენ მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მას ბიოგრაფიული სტატიის ფორმას მივცემთ.

გაითვალისწინეთ, რომ მოხდება თქვენ მიერ მოწოდებული ტექსტების რედაქტირება, მემორიპედიის სტანდარტებში ჩასმა და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება საიტზე.

თუ სიტყვების რაოდენობა აღემატება ტექსტის იმ ვარიანტის მაქსიმალურ ზღვარს, რომელიც თქვენ აირჩიეთ, მოხდება ტექსტის შეკვეცა თქვენთან შეთანხმებით.

თქვენთვის სასურველ საკომუნიკაციო არხზე (ფეისბუქის გვერდი, ელფოსტა), ტექსტთან და ფოტოებთან ერთად, ასევე გვაწვდით გარდაცვალების ცნობის ფოტოს, რომელიც არსად გასაჯაროვდება და მისი ერთადერთი დანიშნულება ისაა, დავრწმუნდეთ, რომ პირი მართლაც გარდაცვლილია.

მემორიპედიაზე სტატია გამოქვეყნდება მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გამოაგზავნით ყველა საჭირო დოკუმენტაციას და მოხდება შეთანხმება თქვენსა და მემორიპედიას შორის, ჩვენ გიგზავნით საბანკო ანგარიშს, სადაც რიცხავთ შესაბამის თანხას. სტატია გამოქვეყნდება ჩარიცხვის დადასტურებიდან მაქსიმუმ ერთი კალენდარული დღის ვადაში.

რა ხდება, თუკი მემორიპედიაში უკვე არსებობს სტატია იმ გვარ-სახელით, რომლის განთავსება მეც მსურს

ვინაიდან საქართველოში საკმაოდ ბევრია ერთნაირი გვარ-სახელის მქონე პირი, აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც აღმოაჩენთ, რომ მემორიპედიაში უკვე არსებობს ბიოგრაფიული სტატია სხვა პიროვნების შესახებ, რომელსაც ზუსტად იგივე გვარ-სახელი აქვს, რაც თქვენს ახლობელს, რომლის განთავსებაც გსურთ. ამ შემთხვევაში, თქვენს სტატიას სათაურში, ფრჩხილებში მიეწერება მამის სახელი. მაგალითად, პეტრე პავლიაშვილი (სიმონის ძე) ან მარიამ პეტრიაშვილი (პავლეს ასული).

თუ აღმოჩნდება, რომ მამის სახელიც იგივეა, ამ შემთხვევაში, ფრჩხილებში მიეწერება დაბადების და გარდაცვალების წლები. მაგალითად, პეტრე პავლიაშვილი (1935-2017).

პრესონალური ინფორმაცია

გაითვალისწინეთ, რომ მემორიპედიის სტატიაში მოცემული ინფორმაცია მარტივად დაიგუგლება. ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ საძიებო სისტემებში ამოვარდეს კონკრეტული გვარ-სახელები, სტატიაში ისინი არ მოიხსენიოთ. მაგალითად, მეუღლის, და-ძმების, შვილების, შვილიშვილებისა თუ მეგობრების გვარ-სახელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემორიპედია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას.

თუ პირი არის მკვლელობის მსხვერპლი, სტატიაში არ ჩაიწერება მკვლელის გვარ-სახელი სასამართლოს მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების გამოგზავნის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაიწერება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება გახდა მკვლელობის ან ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი.

ტექსტის და ფოტოების ცვლილება

ტექსტის ან ფოტოების ცვლილება/რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ თავდაპირველი დამკვეთის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. ყოველი შემდეგი რედაქტირება ფასიანია.

სტატიის ვარიანტები და ტარიფები

მემორიპედია გთავაზობთ ბიოგრაფიული სტატიის სამ სხვადასხვა ვარიანტს, შესაბამისი ფასებით.

I ვარიანტი


  • სიტყვების რაოდენობა: 150
  • ფოტოების რაოდენობა: 3
  • ფასი: 100 ლარი

II ვარიანტი


  • სიტყვების რაოდენობა: 200
  • ფოტოების რაოდენობა: 6
  • ფასი: 150 ლარი

III ვარიანტი


  • სიტყვების რაოდენობა: 300
  • ფოტოების რაოდენობა: 9
  • ფასი: 200 ლარი

სპეციალური შეთავაზება

რამდენიმე სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, მემორიპედიაში მოქმედებს ფასდაკლება.

შეთავაზება I


  • ერთდროულად ორი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 150 ლარი
  • ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
  • სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150

შეთავაზება II


  • ერთდროულად სამი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 200 ლარი
  • ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
  • სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150

შეთავაზება III


  • ერთდროულად ხუთი სტატიის შეკვეთის შემთხვევაში, ფასი იქნება ჯამში 300 ლარი
  • ფოტოების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 3
  • სიტყვების რაოდენობა თითოეულ სტატიაში: 150

წესები

  • სიტყვების რაოდენობის დათვლა მოხდება სპეციალური პროგრამით. რაოდენობაში არ იგულისხმება კავშირები და სასვენი ნიშნები.
  • თუ დამკვეთს არ სურს შესაბამისი ვარიანტით განსაზღვრული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენება, ანუ დიდი სტატია, მაგრამ სურს ამ პაკეტში შემავალი სურათების რაოდენობის სრულად გამოყენება, ტარიფი დარჩება იგივე. მაგალითად, თუ სურს მესამე ვარიანტი, მაგრამ სტატია 300 სიტყვის ნაცვლად უფრო ნაკლები სიტყვისგან შედგება, ხოლო ფოტოებს სვამს ცხრავეს, ტარიფი მაინც 200 ლარი იქნება.
  • გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რომელსაც დამკვეთს აწვდის მემორიპედიის ადმინისტრაცია.

ასევე ნახეთ