ეთერ ამონაშვილი

Memorypedia გვერდიდან
ეთერ ამონაშვილი
ეთერ ამონაშვილი.jpg
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1941
კონდოლი, თელავის მუნიციპალიტეტი.
გარდაცვალების თარიღი 13 ოქტომბერი, 2025
ახშანი
დაკრძალულია ახშნის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა დიასახლისი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი.
მეუღლე(ები) გიორგი (ჟორჟიკა) წითელაური.
შვილ(ებ)ი ქართლოს წითელაური,
ლალი ჩანქსელიანი.
მშობლები მამა: ვანია ამონაშვილი
დედა: მარუსა ამონაშვილი

ეთერ ამონაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1941, კონდოლი, თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 13 ოქტომბერი, 2025, ახშანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის მკვიდრი, დიასახლისი, ორი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია.

ბიოგრაფია

ეთერ ამონაშვილი დაიბადა 1941 წლის 13 ნოემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ვანია ამონაშვილისა და მარუსა ამონაშვილის ოჯახში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.

იქორწინა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის მკვიდრ გიორგი (ჟორჟიკა) წითელაურზე. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ამავე სოფელში, ახშანში. ჰყავდა ორი შვილი — ქართლოს წითელაური და ლალი ჩანქსელიანი და ოთხი შვილიშვილი — გიორგი, ირინა, ნინო და კახა.

ეთერს უყვარდა ყველა ადამიანი და ყველას პატივისცემა. იყო ძლიერ ყურადღებიანი და მზურნველი, ენერგიული, მშრომელი. მთელი ცხოვრება გაატარა დაუღალავ შრომაში.

გარდაცვალება

გარდაიცვალა 2025 წლის 13 ოქტომბერს, ბუნებრივი სიკვდილით. დაკრძალულია სოფელ ახშნის სასაფლაოზე.

მოგონებები

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ, შვილიშვილი ირინა წითელაური, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

  • ყველა უფლება დაცულია.

მემორიპედიის შესახებ