ვალერი ანისკევიჩი
| ვალერი ანისკევიჩი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
27 ივნისი, 1958 ახმეტა |
| გარდაცვალების თარიღი |
11 თებერვალი, 2025 ახმეტა |
| დაკრძალულია | ახმეტის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ახმეტის პირველი საშუალო სკოლა |
| საქმიანობა | ხელოსანი |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
| მეუღლე(ები) | დალი ძებნიაური |
| შვილ(ებ)ი |
სოსო ანისკევიჩი, ნინო ანისკევიჩი, ანი ანისკევიჩი |
| შვილიშვილ(ებ)ი | 7 |
| მშობლები |
მამა: ნუნუ იმედაშვილი დედა: იოსებ ანისკევიჩი |
| ნათესავები |
3 და: გულნაზი ანისკევიჩი, თამილა ანისკევიჩი, იზა ანისკევიჩი |
| გარდაცვალების მიზეზი | ინსულტი |
ვალერი იოსების ძე ანისკევიჩი (დ. 27 ივნისი, 1958 , ახმეტა — გ. 11 თებერვალი, 2025, ახმეტა) იყო ქალაქ ახმეტის მკვიდრი, ხელოსანი, სამი შვილის მამა და შვიდი შვილიშვილის პაპა.
ბიოგრაფია
ვალერი ანისკევიჩი დაიბადა 1958 წლის 27 ივნისს, ქალაქ ახმეტაში, ნუნუ იმედაშვილისა და იოსებ ანისკევიჩის ოჯახში. ჰყავდა სამი და — გულნაზი, თამილა და იზა ანისკევიჩები. დაამთავრა ახმეტის პირველი საშუალო სკოლა. 1984 წელს დაქორწინდა დალი ძებნიაურზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა — სოსო, ნინო და ანი ანისკევიჩები.
ვალერი ხელოსნად საქმიანობდა. ცხოვრება ახმეტაში გაატარა. იყო გულკეთილი ადამიანი და ძლიერ უყვარდა შვილები და შვილიშვილები.
ჰყავდა 7 შვილიშვილი (4 ბიჭი და 3 გოგო).
გარდაცვალება
ვალერი ანისკევიჩი გარდაიცვალა 2025 წლის 11 თებერვალს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია ახმეტის სასაფლაოზე.
მოგონებები
ვალერი შვილიშვილებს ხშირად უყვებოდა საკუთარ ბავშობასა და მოგონებებზე, დიდი ხალისით ეთამაშებოდა სხვადასხვა თამაშებს. იყო ძალიან კარგი მამა, რომელსაც შვილები დიდი სიყვარულით იხსენებენ. ჰქონდა განსაკუთრებული იუმორი; ხშირად სასაცილოდ ჰყვებოდა საკუთარ წარსულზე — თუ როგორ შეხვდა მომავალ მეუღლეს. ბავშვებს მისი მოსმენა ძლიერ სიამოვნებდათ.
ფოტოები
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.