ინგა ქარუმიძე
| ინგა ქარუმიძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1939 თბილისი |
| გარდაცვალების თარიღი |
10 მაისი, 2025 თბილისი |
| დაკრძალულია | ახალი კუკიის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის 29-ე სკოლა |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. |
| დამსაქმებელი |
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტი; თბილისის ბოტანიკური ბაღი; მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია. |
| მეუღლე(ები) | ვახტანგ ჭკუასელი. |
| შვილ(ებ)ი | მარიამ ჭკუასელი. |
| შვილიშვილ(ებ)ი | თამარ კოპალეიშვილი. |
| მშობლები |
მამა: პლატონ ქარუმიძე დედა: იულია ხუჭუა |
| ნათესავები |
ძმა — ომარ ქარუმიძე; და — მედეა ქარუმიძე |
| გარდაცვალების მიზეზი | ასაკი, ორგანიზმის საერთო სისუსტე |
ინგა პლატონის ასული ქარუმიძე (დ. 18 აპრილი, 1939, თბილისი — გ. 10 მაისი, 2025, თბილისი) იყო ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ერთი შვილის დედა და ერთი შვილიშვილის ბებია.
ბიოგრაფია
ინგა ქარუმიძე დაიბადა ქალაქ თბილისში, 1939 წლის 18 აპრილს, პლატონ ქარუმიძისა და იულია ხუჭუას ოჯახში. ჰყავდა ორი დედმამიშვილი — მედეა და ომარ ქარუმიძეები. დაამთავრა თბილისის 29-ე სკოლა.
1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წლის 7 დეკემბერს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1969 წელს დაქორწინდა ვახტანგ ჭკუასელზე. წყვილს ერთი შვილი შეეძინა — მარიამ ჭკუასელი (1971). სხვადასხვა დროს მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ხელმძღვანელობით (1959-1975), ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1975-1995).
ჰყავდა ერთი შვილიშვილი — თამარ კოპალეიშვილი (1995).
გარდაცვალება
2024 წლის ოქტომბერში, ინგა ქარუმიძე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს თბილისის მედიცინის ინსტიტუტში (TIM). დაუსვეს აორტის სარქველის კალციფიცირებისა და მოციმციმე არითმიის დიაგნოზი.
იმავე დღეს პაციენტმა კომიდან გამოსვლა შეძლო სრულიად საღი ცნობიერებით, მოძრაობისა და ჯანსაღი მოტორიკის უნარით, მაგრამ ასაკისა და ორგანიზმის საერთო სისუსტის გამო, 2025 წლის 10 მაისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალულია თბილისში, ახალი კუკიის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.
მოგონებები
ინგა ქარუმიძე გაიზარდა თბილისში, ნიკო ფიროსმნის ქუჩაზე 27-ნომერში, იტალიურ ეზოში; მთელი სამეზობლო იყო მისი ოჯახის წევრებივით ახლობელი და ალბათ აქ ჩამოუყალიბდა უნარი, ეზრუნა სხვებისთვის, დახმარებოდა შეძლებისდაგვარად ყველაფერში და მათ გვერდით მდგარიყო ჭირშიც და ლხინშიც.
ფოტოები
ასევე ნახეთ
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია შვილი, მარიამ ჭკუასელი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.
- ყველა უფლება დაცულია.