ქრისტინე აივაზაშვილი

Memorypedia გვერდიდან
ქრისტინე აივაზაშვილი
ქრისტინე აივაზაშვილი 2.jpg
ქრისტინე აივაზაშვილი 2014 წელს
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1940
ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 26 აპრილი, 2016
თბილისი
დაკრძალულია ქისტაურის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქისტაურის საშუალო სკოლა;
საქმიანობა დიასახლისი
მეუღლე(ები) მიშა ჭაბუკაშვილი
შვილ(ებ)ი გია ჭაბუკაშვილი,
გელა ჭაბუკაშვილი
შვილიშვილ(ებ)ი მიხეილ ჭაბუკაშვილი,
ეკა ჭაბუკაშვილი,
თორნიკე ჭაბუკაშვილი,
მარიამ ჭაბუკაშვილი
შვილთაშვილ(ებ)ი ნინი დუდაური,
ზურა დუდაური
მშობლები მამა: ნასყიდა აივაზაშვილი
დედა: ნინა აივაზაშვილი
გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე

ქრისტინე ნასყიდას ასული აივაზაშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1940, ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 26 აპრილი, 2016, თბილისი) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, დიასახლისი, ორი შვილის დედა, ოთხი შვილიშვილისა და ორი შვილთაშვილის ბებია.

ბიოგრაფია

ქრისტინე აივაზაშილი დაიბადა 1940 წლის 20 სექტემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ნასყიდა აივაზაშვილისა და ნინა აივაზაშვილის ოჯახში. ჰყავდა ორი დედმამიშვილი — ციალა და ჯიმშერ აივაზაშვილები, ერთი ნახევარდა — თამარი და ერთი ნახევარძმა — ბუღდანი. დაამთავრა ქისტაურის სკოლა. 1963 წელს დაქორწინდა იმავე სოფელში მცხოვრებ მიშა ჭაბუკაშვილზე. წყვილს ორი შვილი შეეძინა — გია ჭაბუკაშვილი (1964) და გელა ჭაბუკაშვილი (1966). მუშაობდა ქისტაურის საშუალო სკოლაში, მეფუბეტედ

ქრისტინე ერთგული მეუღლე და მეოჯახე ქალბატონი იყო. მეუღლესთან, მიშასთან ერთად, აქტიურად მისდევდა სოფლის მეურნეობას, ძირითადად მევენახეობას და მებოსტნეობას.

ჰყავდა ოთხი შვილიშვილი — მიხეილ, ეკა, თორნიკე და მარიამ ჭაბუკაშვილები. გარდაცვალების დროს ჰყავდა ორი შვილთაშვილი — ნინი და ზურა დუდაურები.

გარდაცვალება

2016 წელს ქრისტინე აივაზაშვილს თავის კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და ორი დღის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკრძალულია სოფელ ქისტაურის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ