მარგო ბერიაშვილი

Memorypedia გვერდიდან
მარგო ბერიაშვილი
მარგო ბერიაშვილი.jpg
მარგო ბერიაშვილი 2015 წელს
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1932
ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 28 თებერვალი, 2018
ქისტაური
დაკრძალულია ქისტაურის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქისტაურის საშუალო სკოლა
საქმიანობა დიასახლისი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) მელქო მაილაშვილი
შვილ(ებ)ი ვაჟა მაილაშვილი,
მურადი მაილაშვილი,
მზია მაილაშვილი
შვილიშვილ(ებ)ი 6
შვილთაშვილ(ებ)ი 5
მშობლები მამა: ივანე ბერიაშვილი
დედა: ანიკო ვედიაშვილი
ნათესავები 2 და, 4 ძმა
გარდაცვალების მიზეზი გულის დაავადება

მარგო ივანეს ასული ბერიაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1932, ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 28 თებერვალი, 2018, ქისტაური) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, დიასახლისი, სამი შვილის, ექვსი შვილიშვილისა და ხუთი შვილთაშვილის ბებია.

ბიოგრაფია

მარგო ბერიაშვილი დაიბადა 1932 წლის 5 სექტემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ივანე ბერიაშვილისა და ანიკო ვედიაშვილის ოჯახში. ჰყავდა ოთხი დედმამიშვილი, ორი და და ორი ძმა. დაამთავრა სოფელ ქისტაურის საშუალო სკოლა. იქორწინა მელქო (დავით) მაილაშვილზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა — ვაჟა, მურადი და მზია მაილაშვილები.

იყო წყნარი, შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და მეოჯახე ქალბატონი. მთელი ცხოვრება გაატარა შრომასა და ჯაფაში, მისდევდა სოფლის მეურნეობას.

მისი უმცროსი ძმა, ილია ბერიაშვილი, 18 წლის წავიდა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა.

ჰყავდა ექვსი შვილიშვილი, 2-2 ვაჟებისგან, ორიც გოგოსგან. 2010 წელს შეეძინა პირველი შვილთაშვილი, 201 წელს მეორე, და 2016 და 2018 წლებში კი მესამე და მეოთხე.

გარდაცვალება

2017 წლის ზაფხულში მიიღო ფეხის მოტეხილობა, რასაც თან დაერთო გულის დაავადების გამწვავება, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2018 წლის 28 თებერვალს.

დაკრძალულია სოფელ ქისტაურის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

მოგონებები

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ