მელქო მაილაშვილი

Memorypedia გვერდიდან
მელქო მაილაშვილი
მელქო მაილაშვილი.jpg
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1927
ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 1 იანვარი, 2010
ქისტაური
დაკრძალულია ქისტაურის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ქისტაურის საშუალო სკოლა
საქმიანობა ტრაქტორისტი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) მარგო ბერიაშვილი
შვილ(ებ)ი ვაჟა მაილაშვილი,
მურადი მაილაშვილი,
მზია მაილაშვილი
შვილიშვილ(ებ)ი 6
მშობლები მამა: დარჩია მაილაშვილი
დედა: მართა პაპუნაშვილი
ნათესავები 1 და, 2 ძმა
გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადება

მელქო (დავით) დარჩიას ძე მაილაშვილი — (დ. 2 მარტი, 1927, ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1 იანვარი, 2010, ქისტაური) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, სამი შვილის მამა და ექვსი შვილიშვილის პაპა.

ბიოგრაფია

მელქო მაილაშვილი დაიბადა 1927 წლის 2 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, დარჩია მაილაშვილისა და მართა პაპუნაშვილის ოჯახში. ჰყავდა სამი დედმამიშვილი, ერთი და ბაბულია და ორი ძმა — ზაქარია და გიორგი. ზაქარია მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა.

დაამთავრა ქისტაურის საშუალო სკოლა.

მელქო დაქორწინა მარგო ბერიაშვილზე და შეეძინათ სამი შვილი — ვაჟა, მურადი და მზია მაილაშვილები.

მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ ქისტაურში. მისდევდა სოფლის მეურნეობას, მუშაობდა ტრაქტორისტად. იყო წყნარი, შრომისმოყვარე ადამიანი.

ჰყავდა ექვსი შვილიშვილი, 2-2 ვაჟებისგან, ორიც გოგოსგან.

გარდაცვალება

გარდაიცვალა 2010 წლის 1 იანვრის დილას, ინსულტით გამოწვეული ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ბოლო რამდენიმე წელიწადს იყო მთლიანად საწოლს მიჯაჭვული.

დაკრძალულია სოფელ ქისტაურის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

მოგონებები

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ